Samsung-მა ახალი სატელეფონო ფლაგმანების - Galaxy S8 და S8+ -ს გამოშვება დააანონსა. ახალი მოდელების პრეზენტაცია გუშინ ნიუ იორკში გაიმართა.
რაც შეეხება მოცემული მოდელების ვიზუალს, მათი ეკრანები წინამორბედებთან შედარებით გაცილებით დიდია და მოწყობილობის კორპუსის გვერდებზეც გადადის. ამჯერად სამსუნგმა კიდევ ერთი გარდამტეხი ცვლილება განახორციელა ტელეფონების ვიზუალში და Galaxy S8 და S8+-ს მთავარი ღილაკები სენსორული ღილაკებით ჩაანაცვლა. Galaxy S8 იქნება პირველი მობილური ტელეფონი, რომელშიც ვირტუალური დამხმარე - Bixby იქნება ინტეგრირებული. როგორც სამსუნგის წამრომადგენლები აცხადებენ, Bixby ფუნდამენტურად განსხვავებულია თავის შინაარსით მის კონკურენტ საძიებო სისტემებთან შედარებით.
"გასული წელი ჩვენთვის იყო გარდამტეხი გამოწვევების, მძიმე გადაწყვეტილებებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების მიმართულებით", - აცხადებენ კომპანიაში.