Samsung-მა YouTube-ში Samsung Note 7-ის აფეთქებასთან დაკავშირებული პაროდიული ვიდეობი დაბლოკა.
კომპიუტერული თამაშების მოყვარეულების დიდმა ნაწილმა Samsung Note 7-ის აფეთქებასთან დაკავშირებული ვიდეობი ინტერნტსივრცეცში განათავსა, სადაც ბომბები სწორედ სამსუნგის მობილური ტელეფონის მეშვეობით ფთქდებოდა.
BBC-ის ცნობით, მალევე მომხმარებლების ნაწილმა დაპოსტა, რომ მათი ვიდეობი დაიბლოკა. მიზეზად კი ე.წ. Samsung Electronics America-ს საავტორო საჩივარი დასახელდა.
სამსუნგს ამ ბრალდებებზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებებით ტექნიკის სამხრეთ კორეული მწარმოებელი უფრო მეტ ყურადღებას მიიპრობს.
შეგახსენებთ, რომ სამსუნგმა მისი უახლესი მოდელის Samsung Note 7-ის წარმოება მას შემდეგ შეაჩერა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი დამუხტვისას ფეთქდებოდა. კომპანიამ Note 7 ჯერ გაყიდვიდან ამოიღო, შემდეგ კი წარმოება შეაჩერა. ამ მოდელის ტელეფონის თვითმფრინავის ბოტრზე ატანა მსოფლიოს არაერთ ავიკომპანიას აკრძალული აქვს.