Home
Category
TV Live Menu

Samsung-მა მობილური ტელეფონების შემდეგ ფეთქებადსაშიშად სარეცხი მანქანებიც გამოაცხადა

57ecf3972077d
BM.GE
29.09.16 14:52
1144
მობილური ტელეფონების შემდეგ Samsung-მა აღიარა, რომ ფეთქებადსაშიშია მის მიერ გამოშვებული სარეცხი მანქანებიც. საქმე ეხება კომპანიის მიერ გამოშვებული ტექნიკის ზოგიერთ მოდელზე. როგორც The Wall Street Journal წერს, Samsung ამჟამად ამერიკის შეერთებლი შტატების ფედერალურ რეგულატორთან ტექნიკის გამოყენების რისკებს განიხილავს.

სპეციალურმა კომისიამ სარეცხი მანქანების საკითხის განხილვა რამდენიმე მომხმარებელის მიმართვის შემდეგ დაიწყო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სარეცხი მანქანები რეცხვის პროცესში აფეთქდა.

იშვიათ შემთხვევებში ამ მანქანებმა, შესაძლოა, გამოსცენ ანომალიური ვიბრაცია, რაც შეიძლება გახდეს მომხმარებლის ან თავად სარეცხის დაზიანების მიზეზი,- ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში. საქმე ეხება სარეცხი მანქანებს, რომლებიც 2011 წლის მარტიდან, 2016 წლის აპრილამდეა გამოშვებული. კონკრეტული მოდელი არ სახელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day