Home
Category
TV Live Menu

Samsung-მა მოგებით Apple-ს გადაუსწრო

598335e7df33d
BM.GE
03.08.17 19:00
785
ამერიკული კორპორაციის Apple წმინდა მოგებამ წლის მეორე კვარტალში $ 8.72 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. ასევე iPhone-ის გაყიდვების მაჩვენებელი 16%-ით და iPad -ის 15%-ით არის გაზრდილი. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, კვარტალური შედეგები ანალიტიკურ პროგნოზებზე მაღალია. თუმცა, ამერიკული კომპანიის მოგების მაჩვენებელი სამხრეთ-კორეული Samsung-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე $1.18 მილიარდით ნაკლები აღმოჩნდა.

27 ივლისს Samsung-მა წლიური ფინანსური ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიას რეკორდული კვარტლური მოგება აქვს. კომპანიის წმინდა მოგებამ $ 9.7 მილიარდი შეადგინა. გასულ წელთან შედარებით, სამხრეთ-კორეული კორპორაციის წმინდა მოგება 89% -ით გაიზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day