სამხრეთ კორეული კომპანია Samsung ბოლო წლების განმავლობაში გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. კომპანიამ მეორე კვარტლის ანგარიშის შედგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ორი წლის მანძილზე ყველაზე დიდი მოგება დაფიქსირდა.
მეორე კვარტალში Samsung Electronics-ის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.9% -ით 45,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა მოგება კი - 1.7% -ით, 5.2 მილიარდ დოლარამდე და ბოლო ორი წლის განმავლობაში რეკორდული აღმოჩნდა, - წერს Wall Street Journal.
მობილური ტელეფონებისგან მიღებული შემოსავლები ოდნავ შემცირდა, მაგრამ საოპერაციო შემოსავლებმა 3.84 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 382 მილიონი დოლარით მეტია. გამოცემა წერს, რომ Samsung-ის წარმატების მთავარი მიზეზი Samsung - Galaxy S7 და S7-ზე არსებული მაღალი მოთხოვნაა.
კომპანია Canalys-ის კვლევის თანახმად, Samsung-ის წილი მობილური ტელეფონების ბაზარზე 24%-ია.
Apple- ის შემოსავლებმა იმავე პერიოდში 42.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ - 7.8 მილიარდი დოლარი. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, პირველი მაჩვენებელი 4.5%-ით, ხოლო მეორე მაჩვენებელი 27.1%-ით დაეცა.