საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე საახალწლოდ სასტუმროების უმრავლესობა წინასწარ უკვე დაჯავშნილია.
„საახალწლოდ ნომრების 90% დაჯავშნილია, მხოლოდ 4 ნომერია თავისუფალი“ აცხადებენ ბაკურიანში მდებარე სასტურმრო „მგზავრებში“.
ნომრებზე მოთხოვნა მაღალია ,თუმცა ძირითადად ტურისტები არიან დაინტერესებული საახალწლო პერიოდით.ფასები კი მერყებს 100-200 დოლარამდე. გუდაურში მდებარე სასტუმრო „ედელვაისში“ აცხადებენ, რომ სექტემბრიდან უკვე დაიწყო საახალწლოდ ნომრების დაჯავშნა, თუმცა ადგილები ჯერ-ჯერობით კიდევ არის.გუდაურშიც ნომრებზე უცხოური სეგმენტის დაინტერესება უფრო დიდია ვიდრე ქართველების.