Home
Category
TV Live Menu

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი - 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულება 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი

57c3ea7feaf25
BM.GE
29.08.16 11:55
1043
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი - 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოების პროექტის ფარგლებში დაიგება 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება 8 სახიდე გადასასვლელი და 27 ხელოვნური ნაგებობა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day