Home
Category
TV Live Menu

სამტრედია-გრიგოლეთის II ლოტის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

57b4348fba76e
BM.GE
17.08.16 13:47
988
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პროექტი, დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს: 18.5 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას.

ამ ეტაპზე გზის საფუძვლისა მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day