Home
Category
TV Live Menu

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა 14 კომპანიას სურს

583d337452a40
BM.GE
29.11.16 11:49
1223
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერში მონაწილე კომპანიების წინადადებების მიღება დაასრულა. სატენდერო წინადადება სულ თოთხმეტმა კომპანიამ შემოიტანა. დეპარტამენტმა მიღებული სატენდერო წინადადებების ტექნიკური შეფასება უკვე დაიწყო და მხოლოდ იმ კომპანიების ფინანსური წინადადებები გაიხსნება, რომლებიც ტენდერით მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გაივლის.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
პროექტის განხორციელების ვადები 2017-2019 წლებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day