სამტრედიაში მოქმედი სასათბურე მეურნეობა "იმერეთი გრინერი" ბიზნესის განვითარებაში 5 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს. როგორც "საქმის კურსს" ქართულ-ჰოლანდიური კომპანიის წარმომადგენელმა დათო ჩხეიძემ განუცხადა, საუბარია დამატებით 10 ათასი კვადრატული მეტრ ფართობზე, სადაც კომპანია ახალი კულტურის - პომიდვრის - წარმოებას აპირებს.
დათო ჩხეიძის თქმით, გაფართოებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან გეგმავენ.
ამჟამად კომპანია 20 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე 8 სახეობის სალათის ფურცელს და კიტრს აწარმოებს. პროდუქცია სავაჭრო ქსელების გარდა სასტუმროებსა და რესტორნებში შედის.
"იმერეთი გრინერი" პროდუქციის ექსპორტს მცირე მოცულობების გამო ვერ ახერხებს.
"იმერეთი გრინერი" ჰოლანდიურ-ქართული საწარმოა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მლნ. ევროა. პროექტის პარტნიორია ჰოლანდიური კომპანია Food venture B.V, საპარტნიორო ფონდი, "თიბისი ჯგუფი" და Georgian Fresh holding B.V, რომელმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით „შპს იმერეთი გრინერი“ დააფუძნა.