Home
Category
TV Live Menu

სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული მომზადების კურსებს სახელმწიფო დაუფინანსებს

5748567f6d967
BM.GE
27.05.16 18:14
1119
მთავრობამ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
 
მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარა შრომის ბაზრის რაოდენობრივი და თვისობრივი დეტალური კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვეთა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სამუშაოს მაძიებელბის გადამზადება მოხდება კერძო და სახელწმიფო პარტნიორობის საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც იმას ნიშნავს რომ პროფესიულ კოლეჯებთან ერთად ამ ადამიანების გადამზადებაში დამსაქმებლებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და იზრუნებენ მათ დასაქმებაზე.

სამუშაოს მაძიებლებს, რომლებიც არიან 16 წლის ზემოთ და დარეგისტრირებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.worknet.gov.ge, პროფესიული მომზადების კურსებს სახელმწიფო დაუფინანსებს.

"პროგრამას ახასიათებს რამდენიმე საკვანძო საკითხი: პირველი, ეს არ არის უბრალო შუამავლობა დამსაქმებელს და სამუშაოს მაძიებელს შორის, არამედ ეს არის კერძო, სახელმწიფო თანაშრომლობაზე, პარტნიორობაზე დაფუძნებული მოდელი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ფაქტორებს.

ერთ-ერთი მათგანი არის ის, რომ პოტენციური დამსაქმებელი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს კადრების გადამზადებაში, მათი სასწავლო ცენტრების საშუალებით, რაშიც ასევე ჩართული იქნება სახელმწიფო... ჩვენი შეფასებით, ეს იქნება ძალიან მაღალი წარმატების პროექტი, რომელსაც რეალური შესაძლებლობები ექნება და ეს პროექტი თავის შინაარსით თანხვედრაშია მთავრობის 4 სტრატეგიულ რეფორმასთან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

Subscribe to our news

Get the main news of the day