Home
Category
TV Live Menu

სამხატვრო აკადემიაში ფაბლაბი გაიხსნა

579214e978084
BM.GE
22.07.16 16:40
1287
თბილისის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ქსელს კიდევ ერთი ფაბლაბი შეემატა სამხატვრო აკადემიის სივრცის სახით. ფაბლაბი სამხატვრო აკადემიის ერთერთ კორპუსში ყიფშიძის ქუჩა #34-ში განთავსდა. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ახალი ლოკაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა გახსნეს.

"სამხატვრო აკადემიის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე აპარატურით, 3D პრინტერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ასევე ფაბლაბში იქნება co-working space-საერთო სამუშაო სივრცე. ლაბორატორია ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის ტესტირების საშუალებას მისცემს. ლაბორატორიის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება იქნება შესაძლებელი", - განმარტავენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day