Home
Category
TV Live Menu

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან ბიუჯეტში 600 ათას ლარამდე შევიდა

59a3e2117781f
BM.GE
28.08.17 17:30
1219
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან 7 თვეში ბიუჯეტში 600 ათას ლარამდე შევიდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 7 თვეში ბიუჯეტში შესული თანხა 594 ათას ლარს შეადგენს, აქედან 59 ათასი ტერიტორული ერთეულიდან მიღებული თანხებია, 535 ათასი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხები.

შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახური 300 -მდე პირმა გადაავადა.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ კანონის თანახმად, "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2 000 (ორი ათას) ლარს. ამ უფლებით პირს შეუძლია, ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა". 

Subscribe to our news

Get the main news of the day