მაესტროს მხრიდან გიორგი ისაკაძისთვის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს აფასებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.
"ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს ასეთი ტიპის გადაცემები და რაც შეიძლება მრავალი. პირადად ჩვენი კომპანიისთვის და სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ თქვენი გადაცემის ეთერით საზოგადოებას ვაწვდიდით თუ რა საქმიანობას ვეწეოდით. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ეს შესაძლებლობა მოგვაკლდება, რადგან ჩვენი აზრით ეს გადაცემები იყო ის ხერხემალი, რომელიც ბიზნესს და ეკონომიკას ავითარებდა საქართველში. იყო სწორად მიწოდებული ის თემები, რომელიც ხდება ქვეყანაში.
ამ გადაცემებზე მუშაობდა პროფესიონალთა გუნდი, ჩვენ არ გვჭირდებოდა გამეორება და ზედმეტი ახსნა თუ რა კეთდებოდა და ინფორმაცია კარგად მიეწოდებოდა საზოგადოებას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გააკეთა ამ გადაცემამ არის ის, რომ ბიზნესი დააბრუნა ტელესივრცეში, რაც არ იყო აქამდე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიზნესმენი ერიდებოდა ტელეკამერებს და ამ გადაცემამ მოახერხა ეს რომ ბიზნესი დააბრუნა ტელევიზიაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გადაცემები იყოს ტელესივრცეში, რადგან ამით ბიზნესი ვითარდება", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.
"ბიზნესკონტაქტის" "საქმიანი დილას" და "ანალიტიკას" გუნდი ყველა პირს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.