Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სანქციები რუსეთისთვის და საქართველო - რა გზავნილით ჩამოვიდა მონიტორინგის ჯგუფი თბილისში?

BM.GE
27.06.23 16:33
94
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებაში საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტურ მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. პრემიერთან შეხვედრამდე, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სანქციების აღსრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრები ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრის მონაწილეებმა?

სტუმარი: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day