Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სანქციების მე-11 პაკეტი რუსეთისთვის - რა გეგმა აქვთ ქართველ ავტოდილერებს?

BM.GE
28.06.23 16:36
297
ევროკავშირმა სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. თუკი აქამდე მოქმედი შეზღუდვით რუსეთში 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების გატანა იზღუდებოდა, სანქციების მე-11 პაკეტით მას 1.9 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვაც დაემატა. სანქციების ახალ პაკეტს სავარაუდოდ გავლენა იმ ბიზნესსუბიერქტებზე ექნება, რომლებსაც ავტომობილები რუსეთში, ან საქართველოდან სხვა ქვეყნების გავლით რუსეთის ფედერაციაში გაჰყავდათ. მსხვილი ავტოიმპირტიორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი სანქციები მათ ბიზნესს არ შეეხება, რადგანაც ისინი რუსეთის ბაზარზე გათვლას არ აკეთებენ. კავკასიის ავტოიმპორტში ამბობენ, რომ სანქციათა ეს პაკეტი რუსეთის მიმართულებით ავტოექსპორტიორებს შეეხება, ამიტომ კომპანიებმა აქცენტი ცენტრალური აზიის ბაზრების მიმართულებით განვითარებაზე უნდა გააკეთონ. სად ყიდის საქართველო ავტომობილებს? 

სტუმარი: ალექსანდრე ნონიაძე - საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი;

Subscribe to our news

Get the main news of the day