საოჯახო ბიზნესიდან - "ქართული რძის კომპანია"-მდე - #მხოლოდქართული
BM.GE
14.03.22 03:38
• 284
ამ ბიზნესმა ოპერირება 2006 წელს „ნატურალ პლიუსის“ სახელწოდებით დაიწყო. ეს იყო საოჯახო ბიზნესი, რომელიც ძალიან მცირედი ინვესტიციით შეიქმნა და რძის პროდუქტების წარმოებას ერთ პატარა ოთახში ახორციელედა. შემდეგ მოხდა რეინვესტირება და ამჟამად კომპანია „ქართული რძის კომპანიის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას. კომპანია სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტს, სხვადასხვა სახელწოდებით დღეში 30-40 ტონას აწარმოებს და წლის ბოლოსთვის ყველის საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.