Home
Category
TV Live Menu

საპარლამენტო სხდომების გაცდენებზე სანქციები მკაცრდება

5a673ae79a999
ელენე გოგბერაშვილი
23.01.18 17:37
883
პარლამენტი დეპუტატების მხრიდან არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენებზე სანქციების გამკაცრებაზე მუშაობს. როგორც BM.GE-თან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გიორგი კახიანი აცხადებს, სხდომებზე არდასწრებაზე შესაძლებელია ფულადი სანქციები გამკაცრდეს.

"გაცდენებთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების პროექტზე უკვე მიდის მუშაობა და დოკუმენტი ძალიან მალე მზად იქნება. მოქმედი რეგლამენტი ამას ითვალისწინებს, მაგრამ ამ სანქციების გამკაცრებაზეა საუბარი. სანქციები, რაც არის დღეს გათვალისიწინებული არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაზე, ეს არის ფულადი სანქციები, როცა ხდება პარლამენტის წევრისთვის ხელფასის შესაბამისი ოდენობის დაქვითვა”,-აცხადებს გიორგი კახიანი.

Subscribe to our news

Get the main news of the day