Home
Category
TV Live Menu

საპარტნიორო ფონდი ბიზნესს მზა საინვესტიციო პროექტებს შესთავაზებს

588853afe7b77
სალომე მეცხვარიშვილი
25.01.17 11:27
981
საპარტნიორო ფონდი ბიზნესს მზა საინვესტიციო პროექტებს შესთავაზებს, - ამის შესახებ დავით საგანელიძემ დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, განისაზღვრება კონკრეტული პრიორიტეტული დარგები, რომელთა გარშემო შეიქმნება პროექტები და ბიზნესს საშუალება ექნება ამ პროექტებში ჩაერთოს.

პროექტის დაწყებას საპარტნიორო ფონდი მიმდინარე წელს გეგმავს. პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლოა იყოს სასტუმრო ბიზნესი და სოფლის მეურნეობა. საგანელიძის განცხადებით, პროექტებისთვის სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნება, რომელსაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ძირითადად რეგიონების გავითარებაზე იქნება ორიენტირებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day