Home
Category
TV Live Menu

საპარტნიორო ფონდი ინვესტორს ეძებს

5a1fd3e44c94d
ელენე გოგბერაშვილი
30.11.17 13:46
704
რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ამ დროისთვის  საპარტნიორო ფონდის  მართვის ქვეშ იმყოფება.

"საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამივე კლინიკა უმძიმეს სიტუაციაშია. შესაბამისად, ფონდი აღნიშნული კლინიკების განვითარების გეგმაზე მუშაობს. საგანელიძე ამბობს, რომ უნდა შეირჩეს შესაბამისი მენეჯმენტ კომპანია.

"ჩვენ ვმუშაობთ ძალიან სერიოზულ კონცეფციაზე, თუ როგორ შეიძლება სამივე კლინიკის განვითარების გეგმა დავსახოთ და შემოვიყვანით სტრუქტურები, რომელთაც მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვთ სამედიცინო დარგში. მენეჯმენტ კომპანიის შერჩევის შემდეგ გადაწყდება დაფინანსების საკითხიც. ფაქტი ერთია, რომ სამივე კლინიკა უნდა იყოს იმ დონეზე აწყობილი, როგორც ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეეფერება", - ამბობს დავით საგანელიძე.

რაც შეეხება დაინტერესებულ ინვესტორებს, საგანელიძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრ კომპანიას ესაუბრებიან. განიხილება კერძო და საჯარო პარტნიორობის ფორმატიც.
"აქ მნიშვნელოვანი როლი ექნება PPP ფორმატს. ამ მხრივ ცოტა რთულია დიალოგი. კერძო სექტორს მაინც თავისი ინტერესი აქვს, სახელმწიფო თავის პოზიციას ყოველთვის დაიცავს. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება", -აცხადებს "საქმის კურსთან’’ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day