Home
Category
TV Live Menu

საპარტნიორო ფონდი მეღვინეებს ჩინეთში ექსპორტში დახმარებას სთავაზობს

590c1aad66c29
BM.GE
05.05.17 10:19
663
საპარტნიორო ფონდი ჩინეთის ბაზარზე ქართული წარმოების ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ადგილობრივ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საქპატენტში შეხვდა. საპარტნიორო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს ქართული ღვინის მწარმოებლებს ჩინეთის მაღალ სეგმენტში შეიტანონ პროდუქცია და სარგებელი მიიღონ. შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ქართველ მეღვინეებს ქართული ღვინის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გატანისა და რეალიზაციაში დახმარების შესახებ ინიციატივა გააცნო.

„ჩინეთი ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზარია. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ჩინეთში 5 000 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. თუმცა ამ ქვეყანაში მეტი პოტენციალია, ისევე, როგორც საქართველოს აქვს პოტენციალი გაიტანოს ექსპორტზე უფრო მეტი ქართული ღვინო ვიდრე აქამდე. ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან ქართული ღვინის დაგემოვნების შემდეგ გაჩნდა დიდი ინტერესი ქართული პროდუქტის ჩინეთში გატანის და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი სწორედ საპარტნიორო ფონდი გამხდარიყო შუამავალი და გარანტორი ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობისას," -  განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


Subscribe to our news

Get the main news of the day