Home
Category
TV Live Menu

საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნა გადაიდო

57d26251aae36
BM.GE
09.09.16 11:18
1247
საპარტნიორო ფონდის განვითარების ბანკად გარდაქმნის საკითხი ამ დროისთვის დღის წესრიგში აღარ დგას, - როგორც ფონდის ხელმძღავნელის მოადგილე ნათია თურნავამ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი ძნელია.

"უახლოეს ერთი და ორი თვის განმავლობაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს თურნავა. მისივე განცხადებით, საპარტნიორო ფონდი საკანონმდებლო ცვლილების გარეშეც ვითარდება. კერძოდ ფონდი ცალკეული პროექტებიდან უფრო ფართო პროგრამებზე აკეთებს აქცენტს, ისეთზე როგორიც მაგალითად „სგტარტაპ საქართველოა".

"ფონდის რეფორმირება ალბათ ამ კუთხით წარიმართება, რომ უფრო ფართო პროგრამებზე გადავერთვებით, ვიდრე ცალკეულ პროექტებზე, თუმცა მნიშვნელოვან პროექტებშიც დავრჩებით. როგორც მინიმუმ რამოდენიმე თვე არ განიხილება საკანონმდებლო ცვლილება. შემდეგ თუ დადგა ამის საჭიროება დავუბრუნდებით საკითხს.
თუ კვლავ დაისვა რეფორმირების საკითხი, ჩვენ მას მივუსადაგებთ დღევანდელ სამთავრობო სტრატეგიას", - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ხელმძღვანელი დავით საგანელიძე გახდა. კანონპროექტზე მუშაობა გერმანულ KFW–სთან ერთად მიმდინარეობდა. კანონპროექტის პარლამენტისთვის და მთავრობისთვის გაცნობა და ამოქმედება გაზაფხულზე იგეგმებოდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day