2017 წელს თბილისის გამგეობებმა საქართველოს საპატრიარქოს ჯამში 1.5 მილიონი ლარი გადასცეს. ინფორმაციას ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2014 წლიდან საპატრიარქოს მუნიციპალური დაფინანსება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს საპატრიარქო ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციაა რომელსაც მუნციპალიტეტები აფინანსებს.
„2017 წელს მხოლოდ საბურთალოს გამგეობამ საპატრიარქო 150 ათასი ლარით დააფინანსა. ჩვენ საინტერესოდ გვეჩვენა 10 000 ლარი, რომელიც დახარჯულია საყოფაცხოვრებო სიკეთეებში, მაგალითად, ბუხარში, კარ-ფანკარაში და ა.შ. ამ მიზნით გაწეული ხარჯები წინა წლებშიც ხშირად გვხვდებოდა და არა მხოლოდ საბურთალოს გამგეობაში. ხშირად თანხები ისე იხარჯება, რომ მიზნობრიობა არც არის განმარტებული“ - განაცხადა კვლევის ავტორმა გიორგი ნონიაშვილმა „საქმიან დილაში“.
სამთავრობო უწყებები რელიგიურ ორგანიზაციებს სამი წყაროდან აფინასებენ - პირდაპირი საბიუჯეტო გადაცემა, სარეზერვო ფონდი და მუნიციპალური დაფინანსება.