Home
Category
TV Live Menu

საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები - 375 მილიონი

BM.GE
11.10.22 16:47
273
2022 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.67 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 375 მილიონ ლარს შეადგენს, - მონაცემებს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ამჟამად 1 მილიონ 323 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,576 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 6,2 მლნ ლარს აღემატება. როგორია საინვესტიციო პორტფელის რეალური ამონაგები, რამდენად ეფექტიანად განკარგავს სააგენტო აკუმულირებულ თანხებს და რა შანსია, რომ სქემის მონაწილეებმა წლების შემდეგ ღირსეული პენსია მიიღონ? 

სტუმარი: გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day