Home
Category
TV Live Menu

"საპენსიო ფონდი არის ყველაზე გრძელვადიანი ფულადი რესურსის მოზიდვის საშუალება"

583716b3b8052
BM.GE
24.11.16 20:33
872
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურ დირექტორს გიორგი ფარესიშვილს შეხვდა პრეზიდენტის მრჩეველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის მიმართ კერძო სექტორის და მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს. ამისთვის კი,მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟის განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის შექმნა. "გრძელვადიანი ეროვნული ვალუტის არსებობა არის ის, რაც ყველაზე მეტად ესაჭიროება საქართველოს კერძო სექტორს შემდგომი განვითარებისთვის", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე განაცხადა, გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია ქვეყანაში დოლარიზაციის შემცირებისთვის, რაც ბოლო პერიოდში ერთერთი ყველაზე აქტუალური ეკონომიკური თემაა.

"თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარებას ესაჭიროება ხელშეწყობა დაწყებით ეტაპზე. ამისათვის საჭიროა, რომ სახელმწიფომ ბაზრის განვითარებაში ჩართულ სხვა აქტორებთან ერთად შეიმუშავოს ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას. ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას არის საპენსიო რეფორმის დროული დაწყება. ამ მიმართულებით მთავრობას აქვს შემუშავებული მისი პოზიცია, თუმცა ჯერ კიდევ არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები. თავის მხრივ, ეს აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას, რადგან საპენსიო ფონდი არის ყველაზე გრძელვადიანი ფულადი რესურსის მოზიდვის საშუალება” - აღნიშნა მაია მელიქიძემ შეხვედრისას.

Subscribe to our news

Get the main news of the day