თუ ასე გაგრძელდა რესტორნების 90 % დაიხურება - ამის შესახებ საქმის კურსს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. მისი თქმით ასოციაციამ, პრემიერ-მინისტრს წერილით უკვე მიმართა, სადაც სექტორი რეგულაციების შერბილებას და გადასახადების გადავადებას ითხოვს. ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტონების ნაწილი დღეს უკვე დახურულია და კომუნიკაცია დარგს ამ დროისთვის მხოლოდ ბიზნესომბუდსმენთან აქვს.