Home
Category
TV Live Menu

"საპენსიო რეფორმა 20 წლის წინ უნდა დაწყებულიყო"

5a04205610946
სალომე მეცხვარიშვილი
09.11.17 13:27
708
საპენსიო რეფორმა 20 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, - ამის შესახებ საქმის კურსს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმა გრძელვადიან შედეგზეა გათვლილი.

"მესმის, რომ ტვირთად დააწვება ეს კომპანიებს, თუმცა, ეს არის გასაკეთებელი. რა ფორმით, ეს ცალკე თემაა. ის, რომ დაგროვებითი სისტემა უნდა არსებობდეს საქართველოში, ეს ერთმნიშვნელოვანია",- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მომავალი წლის მესამე კვარტლიდან უნდა ამოქმედდეს. რეფორმაში ჩართვა 40-წლამდე ასაკის პირებისთვის სავალდებულო იქნება, 40 წლის ზევით ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითი. ყოველთვიური შენატანი კი ხელფასის 6% იქნება, საიდანაც 2%-ს თავად დასაქმებული, 2%-ს დამსაქმებელი, ხოლო 2%-ს სახელმწიფო გადაიხდის.

Subscribe to our news

Get the main news of the day