Home
Category
TV Live Menu

"საპენსიო რეფორმა მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, დააგროვოს თანხა და ხანდაზმულობაში უზრუნველად იცხოვროს"

58d26a77eaa3b
BM.GE
22.03.17 16:12
1037
"საქართვეოს ერთ-ერთი გამოწვევა დაბალი დანაზოგებია“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მერსი ტემბონმა. მისი განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი გზა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაა.

"პენსია ეს - დანაზოგია. ეს არის დანაზოგი რომელსაც ქმნი, როდესაც ახალგაზრდა ხარ და მუშაობ. შედეგად როდესაც მოხუცდები კვლავ გაქვს რესურსი, რომ იცხოვრო. დადებითი მხარე დაგროვებითი პენსიის არის ის, რომ ხდება დაზოგილი თანხის ინვესტრება. მაგალითად თუკი 100 ლარს შეიტანთ საპენსიო ფონდში, როდესაც ის დაგჭირდებათ ის შესაძლოა აღარ იყოს 100 ლარი, არამედ იყოს 500 ან თუნდაც 5000 ლარი, - ეს არის რასაც ჩვენ ვეძახით დანაზოგს და ინვესტრებას.

ადამიანს არ შეუძლია მთელი ცხოვრების განმავლობაში მოიხმაროს ყველაფერი რასაც გამოიმუშავებს, რადგან როდესაც დრო მოვა მას აღარ ექნება არაფერი. ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა იცხოვრონ დიდხანს, ჰქონდეთ კარგი ცხოვრება - იმისთვის რომ ხვალ კარგი ცხოვრება გქონდეთ დღესვე უნდა დაიწოთ დანაზოგის გაკეთება.

საპენსიო ფონდი კი აძლევს ადამიანებს შეასძლებლობას დააგროვოს თანხა, რადგან სიბერეში იცხოვრონ უზრუნველად. დანაზოგი კეთდება, როგოც კერძო პირის ასევე მთავრობის მხრიდან. ეს ნამდვილად სწორია, ყველა განვითარებულ ქვეყანას მსგავსი სისტემა აქვს. რატომ არ უნდა ჰქონდეს ის საქართველოს? ეს არის გზა იმისთვის რომ დააფინანსო საკუთარი კეთილდღეობა სამომავლოდ. ადამიანებს 10-15 წლის წინ რომ არ დაეზოგადთ და არ მოეხდინათ თანხის ინვესტორება, - დღეს საქართველოს არ ექნებოდა ის რაც აქვს. ყოველთვის უნდა დაზოგოთ საკუთარი მომავლისთვის, იფიქროთ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებზე“,- განაცხადა მერსი ტემბონმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day