Home
Category
TV Live Menu

"საპენსიო რეფორმა რეფერენდუმის ჩატარებას არ ექვემდებარება"

5a8545792906e
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.18 12:31
729
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა რეფერენდუმის ჩატარებას არ ექვემდებარება. ამის შესახებ მან პარლამენტში საპენსიო რეფორმის პირველ განხილვაზე bm.ge-ის კითხვს საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, 2%-იანი შენატანი, რომელიც დამსაქმებლებმა საპენსიო ფონდშო უნდა გადარიცხონ, ახალი გადასახადი არ არის.

"გადასახადების განმარტება გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო განმარტებას. აღნიშნული განმარტებით, გადასახადი არის ის, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტშო ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად. ეს კრიტერიუმი ამ შენატანებისთვის არ ვრცელდება. ეს არის თანხა, რომელიც მიემართება პიროვნების პირად ანგარიშზე, რომელიც არის ამ პიროვნების პირადი საკუთრება, ერთადერთი გამონაკლისით, რომ ეს პიროვნება გამოიყენებს ამ თანხას საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. აღნიშნული თემა არ ექვემდებარება რეფერენდუმის ჩატარებას",- განაცხადა გაგუამ.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა კონსტუტუციას ეწინააღმდეგება, რამდენადაც გულისხმობს ეკონომიკური თავისუფლების აქტის დარღვევას, რომელიც ახალი გადასახადის შემოღებას მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების შედეგად გულისხმობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day