Home
Category
TV Live Menu

"საპენსიო რეფორმის იმპლემენტაცია 2018 წლის მეორე ნახევარში ან 2018 წლის ბოლოს მოხდება"

58ad7e92e9d42
ელენე გოგბერაშვილი
22.02.17 16:05
1718
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ეკონომიკის მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი სასაუბრო საკითხი საპენსიო რეფორმის განხორციელებას შეეხო. როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე და "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, გიორგი გახარიას დაპირებით, ბიზნესი აღნიშნული რეფორმის სამუშაო პროცესში მარტიდან ჩაერთვება.

"მსოფლიო ბანკი და რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ჩართულია ამ რეფორმის პაკეტის მომზადებაში. მინისტრმა თქვა, რომ 2018 წლის მეორე ნახევარში ან 2018 წლის ბოლოს მოხდება არ რეფორმის იმპლემენტაცია და გატარება. ძირითადად ეს არის ის, რაზეც ადრე იყო საუბარი. „პილარ 2“ და „პილარ 3“. მინისტრი შეგვპირდა, რომ გახსნილად მარტიდან ასოციაციების ფორმატში დაიწყებენ მუშაობას", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day