Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საპენსიო სააგენტო 2022 წლის შედეგებს აჯამებს

BM.GE
16.01.23 00:47
277
საქართველოს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 7 546 950 ლარს შეადგენს. სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული დეკემბრისთვის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.95 მილიარდი ლარია. საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები კი - 438 მლნ ლარი.

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის დოლარის შესყიდვა მარტის თვიდან დაიწყო და 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში, მაგრამ, 2022 წელი იყო საკმაოდ აქტიური საპენსიო სააგენტოსთვის და იგეგმება კიდევ უფრო მეტი სიახლეები და მე დიდი იმედი მაქვს, აქტივობეები 2023 წელს.


სტუმარი: გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

Subscribe to our news

Get the main news of the day