საპენსიო სააგენტომ "ნიკორას" ობლიგაციებში 3.5 მლნ დააბანდა
BM.GE
05.12.22 16:03
• 168
პირველი ინვესტიცია ქართულ კორპორაციულ ობლიგაციებში - საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ ახალ ემისიაში 3.5 მლნ ლარი დააბანდა. "ჩვენი მთავარი მანდატი არის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შეძენა, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი,” - ასე აფასებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ინვესტიციის განხორციელებას. გოგა მელიქიძის თქმით, საპენსიო სააგენტო მეორად ბაზარზე ობლიგაციებს პერმანენტულად უყურებს, თუმცა მათი ლიკვიდურობა ძალიან დაბალია. “ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით ბაზარზე 35 მილიონი ლარის, , 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ობლიგაციები დაილისტება საფონდო ბირჟაზეც.