Home
Category
TV Live Menu

"საპოლიციო წესის" გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული

5786313725f2a
BM.GE
13.07.16 14:42
1001
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ წესის გაუქმების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს ბანკების ასოციაცია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, გამოსახლების ე.წ. „საპოლიციო წესის“ გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული;

"საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე თვის დასაწყისში წარედგინა იმ არგუმენტებთან ერთად, რომელთა გათვალისწინებითაც ბიზნეს სექტორი იმთავითვე უარყოფითად აფასებთა ინიცირებულ კანონპროექტს.

კერძოდ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საერთო სასამართლოების სისტემა დღეს ისედაც გადატვირთულია სამოქალაქო საქმეებით, რის გამოც საქმეთა განხილვის ვადები სისტემატურად ირღვევა და გადაწყვეტილებების მიღებას ხშირად წელიწადზე მეტი სჭირდება, გასაჩირვებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ნებისმიერი მესაკუთრე ამ ქვეყანაში დგას რისკის წინაშე, რომ მან სულ მცირე ერთი წელი მოანდომოს დავას თავისი საკუთრების უკან დასაბრუნებლად და დასაცავად, რაც უკვე დადასტურდა კიდეც პრაქტიკული მაგალითებით; ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ ირღვევა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება - დაიცვას თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება და ამ მიზნით შესთავაზოს მესაკუთრეებს უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმები.

რაც ყველაზე მთავარია, იმ ადამიანების მდგომარეობა, ვის „სასიკეთოდაც“, ერთი შეხედვით, იქნა კანონპროექტი მიღებული, ვერანაირად ვერ შემსუბუქდა და მათი პრობლემები მხოლოდ დროში გაგრძელდა.

სწორედ ყოველივე ზემოთქმული გახდა იმის საფუძველი, რომ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლის მიზანიც უძრავი ქონების მესაკუთრეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა გახლავთ", - ნათქვამია ასოციაციების განცხადებაში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day