საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებისთვის 39 მილიონ 136 ათასი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან 17 მილიონ ლარამდე კი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება. 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ დადგენილება ცესკომ მიიღო.
დოკუმენტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებას 16 მილიონ 917 ათასი ლარი მოხმარდება, საქონელსა და მომსახურებაში 8 მილიონ 928 ათასი ლარი დაიხარჯება, სხვა ხარჯებისთვის კი გამოყოფილია 12 მილიონ 365 ათასი ლარი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება.