დღეს, საქართველო, არის მთავარი პუნქტი, საიდანაც კავკასიის რეგიონში ბიზნესის კეთება არის შესაძლებელი" -ასეთი იყო მთავარი გზავნილი ფინელი ინვესტორებისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მრჩევლის მატი ლაპმისგან. ფინური ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ და ქართულ-ფინურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობენ, ღონისძიებას ესწრებიან დიპლომატები, ქართულ-ფინური ბიზნეს ასოციაციის, საბანკო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.