"საქართველო არ რჩება საბავშვო დონეზე, ამჯერად თქვენ ხართ თინეიჯერი, მალე კი გახდებით ზრდასრული“, - ასე შეაფასა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა საქართველოს საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სიაში დაწინაურება. მერსი ტემბონი "საქმის კურსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველო შეწყვეტს იყოს დამოკიდებული, „რაც საკმაოდ კარგი ნიშანია“.
"როდესაც პატარა ხართ და მშობლებთან ცხოვრობთ, დადიხართ სკოლაში, მშობლები ზრუნავენ თქვენზე, შემდეგ კი ასრულებთ ამ ეტაპს. იგივე ეტაპები ხდება ქვეყნის შემთხვევაშიც. 10 წლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მშპ საქართველოში გაორმაგდა - ნუთუ ეს დიდი მიღწევა არაა? ნუთუ არაა ეს ფაქტი რომელიც საქართველომ უნდა იზეიმოს? დიახ, ნამდვილად უნდა იზეიმოთ“, - განაცხადა ტემბონმა.