Home
Category
TV Live Menu

საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლოს ელოდება

578bb3e9d63b5
BM.GE
17.07.16 20:34
965
ქართული მხარე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას წლის ბოლოს ელოდება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ კვირაში გაიმართება.

"ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს მოლაპარაკებებს აუცილებლად დავასრულებთ. ორივე მხარეს მსგავსი მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება გასული წლის შემოდგომაზე გადაწყდა. შედეგად საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება ექნება გაფორმებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day