საქართველო და სომხეთი უცხოელი ტურისტებისთვის საერთო მარშრუტების შეთავაზების გეგმავენ
BM.GE
19.12.16 11:43
• 1153
საქართველო და სომხეთი საერთო ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავენ, - როგორც სომხური მედია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, აღნიშნულ საკითხზე საუბარი პარასკევს ერევანში გაიმართა და ტურისტული ობიექტების სიის ნაწილი, რომელიც მარშრუტში მოხვდება უკვე ირჩევა. ამ გზით ორი ქვეყანა უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას ელოდება.