Home
Category
TV Live Menu

"საქართველო დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ქონების ამონაწერს ბლოკჩეინის სისტემაში განათავსებს"

584eba960dc3e
სალომე მეცხვარიშვილი
12.12.16 18:50
1526
ბლოკჩეინის სისტემაში ჩართვის შედეგად 2017 წლიდან უძრავი ქონების შესახებ ამონაწერის გაკეთება იქნება შესაძლებელი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ტექნიკურად მზადაა, ჩაერთოს ბლოკჩეინის სისტემაში.

„საჯარო რეესტრის ძალისხმევის წყალობით, საქართველო არის მზად იმისთვის, რომ ამ სისტემაში ჩაერთოს. ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს პირველი ნაბიჯი ამ სისტემაში დოკუმენტების განთავსებისა იქნება უძრავი ქონების შესახებ ამონაწერი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მოქალაქეებს. მთავარია, რომ ტექნიკურად მზაობა არსებობს. როდესაც ეს მოხდება 2017 წელს საქართველო იქნება არამხოლოდ ჩვენს პატარა რეგიონში, არამედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ტექნოლოგიებს დანერგავს",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day