Home
Category
TV Live Menu

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მე-16 ადგილი დაიკავა

580f871a48ef6
ნინო კვინტრაძე
25.10.16 20:19
962
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მე-16 ადგილი დაიკავა. გასულ წელს საქართველო რეიტინგში 24-ე ადგილს იკავებდა, 2014 წელს კი მე-15-ს. გასულ წელს რეიტინგში პოზიციების გაუარესება მეთოდოლოგიის ცვლილებით ახსნეს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, უკრაინა რეიტინგში მე-80-ე ადგილს იკავებს, სომხეთი 38-ეს, რუსეთი მე-40-ს, აზერბაიჯანი 65-ს, ხოლო თურქეთი კი 69-ს.

საქართველო ასევე იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელმაც ბიზნეს რეგულაციების კუთხით წარმატებას მიაღწია.

2 პუნქტით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია ბიზნესის სიმარტივის კომპონენტში, - მიმდინარე წელს საქართველოს ამ კუთხით მსოფლიოში მერვე ადგილი უკავია. ერთი პოზიციით გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია მშენებლობის ნებართვების მიღების კომპონენტში და ქვეყანამ ამ კუთხითაც მერვე ადგილი დაიკავა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია ელექტროენერგიით მომარაგების კრიტერიუმში და 65-ე ადგილიდან, 39-ე ადგილზე მოხვდა. საკუთრების რეგისტრაციის კუთხით საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა და ის კვლავ მეასმე ადგილს იკავებს.

15 პოზიციით გაუმჯობესდა საქართველოს შეფასება მინორიტარული ინვესტორების დაცვის კუთხით და ქვეყანამ შედეგად რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა.

გადასახადების გადახდის კუთხით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 13 პოზიციით გაუმჯობესდა. აღნიშნულ კრიტერიუმში ქვეყანა 22-ე ადგილზეა.

საქართველოს პოზიცია გაუარესდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კუთხით, და საქართველომ 101-ე ადგილიდან 106-ზე გადმოინაცვლა.

Subscribe to our news

Get the main news of the day