Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო Doing Business-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა

59f884a8eeeab
BM.GE
31.10.17 18:09
804
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილი დაიკავა, გასულ წელს ქვეყანა რეიტინგში მე-16 ადგილს იკავებდა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია.

რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმებს მოიცავს, საუკეთესო შედეგი კი საქართველოს მინორიტარი აქციონერების დაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ბიზნესის დაწყების კრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ასევე მეოთხე ადგილს იკავებს საქართველო ქონების რეგისტრაციის კრიტერიუმშიც.
ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში „ვაჭრობა საზღვრების გარეშე“ აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა.

ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კრიტერიუმში საქართველო 30-ე ადგილს იკავებს.