საქართველო ძალიან მცირემიწიანი ქვეყანაა და რესურსები ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, - განაცხადა გადაცემაში ანალიტიკა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყნის ინტერესია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა ეფექტურად იყოს გამოყენებული. ამასთან როგორც მინისტრი ამბობს მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონში ბევრი დეტალი დაზუსტდება. მინისტრი ამბობს, რომ კანონის განხილვებში კომერციული ბანკებიც მონაწილეობენ.
„ქვეყანასთან დაკავშირებით არსებობს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოება, ეს საკიტხი სულ უფრო აქტულაური ხდება გლობალურად.
სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მოსახლეობისთვის სურსათზე ხელმისაწვდომობას, ჩვენი პოლიტიკაც ითვალისწინებს ამ ელემენტებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები გამოვკვებოთ“, -ამბობს მინისტრი.