Home
Category
TV Live Menu

საქართველო ენერგოეფექტირობის შესახებ კანონს უახლოეს პერიოდში მიიღებს

575546e698819
BM.GE
06.06.16 13:47
1079
საქართველო ენერგოეფექტირობის შესახებ კანონს უახლოეს პერიოდში მიიღებს. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, კანონი სხვადასხვა ღონისძიებებს გაითვალისწინებს შენობების როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე უკვე არსებული და დასრულებული შენობა-ნაგებობების შემთხვევაშიც.
 
"ენერგოეფექტურობის კუთხით ვთანამშრომლობდით ბევრ ორგანიზაციასთან და გვქონდა რამდენიმე საპილოტე პროგრამა, მაგრამ ეს არ იძლევა გლობალურ ეფექტს.

შესაბამისად, სამინისტრო მუშაობს ენერგოეფექტურობის კანონზე, რომელიც ძალიან მალე იქნება მიღებული. კანონი გაითვალისწინებს, იმას, რომ მშენებლობის პერიოდში, როგორც ახალი მშენებლობის პერიოდში, ასევე არსებული შენობების კუთხით მიდგომებს. ეს იქნება ორმხრივ მომგებიანი, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. მე მიმაჩნია, რომ ენერგოეფექტურობა არის 5-10 პროცენტის ფარგლებში ის ენერგია, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება", - განაცხადა ელოშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day