Home
Category
TV Live Menu

საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსში დაწინაურდა

593e37f6988c6
BM.GE
12.06.17 10:41
938
საქართველო გლობალური მშვიდობის ინდექსში დაწინაურდა და 94-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუმჯობესდა, ქვეყნის სარეიტინგო ქულა 2.084-ია.

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეგიონში მესამე პოზიცია უკავია მოლდოვასა და ყაზახეთის შემდეგ.

ინდექსის მიხედვით, რეიტინგში პირველ ადგილზე ისლანდიაა, მეორეზე ახალი ზელანდია, სამეულს პორტუგალია ასრულებს.

საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მშვიდობის მაჩვენებელი საშუალო დონეზეა. გლობალური მშვიდობის ინდექსი "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მიერ ქვეყნდება, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით მსოფლიოში მშვიდობიანობის დონეს ზომავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day