Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

BM.GE
20.03.23 11:43
102
გასული კვირის ბოლოს ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელზეც საქართველოს ერთი წლის ვადით ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. მათივე ცნობით, თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას. 

მარტის დასაწყისი აქტიური იყო ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენებში მონაწილეობის თვალსაზრისითაც. 7 და 11 მარტს 40-მდე კომპანია იღებდა მონაწილეობას აშშ-სა და იაპონიაში გამართულ გამოფენებში.

სტუმარი:ლევან მეხუზლა - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day