რაში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები? – “ვორლდატლასმა” გამოაქვეყნა 10 ქვეყნის რეიტინგი, სადაც შემოსავლის ყველაზე მეტ წილს ხარჯავენ კვებაზე. ქვეყანაში მოსახლეობის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯებისა და პრიორიტეტების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ რამდენად ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და, შესაბამისად, მოსახლეობა.
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ წელს აქვეყნებს და რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტ თანხას ხარჯავს სურსათზე, თამბაქოსა და სასმელზე. ასეა საქართველოშიც, ანუ სამომხმარებლო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი, 42%-ი სურსათს უკავია. შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი, ჯანდაცვა, სათბობი და ელექტროენერგია. შესაბამისად, „ვორლდტალანტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში, ამ პარამეტრით მერვე ადგილზე ვართ.
საქართველოზე წინ ანუ მეათე და მეცხრე პოზიციაზე მაროკო და იორდანიაა. უფრო კონკრეტულად, ჩრდილოეთ აფრიკულ ქვეყანაში, მაროკოში მცხოვრები მოსახლეობა, სადაც ერთდოულად ფრანგული და ესპანური გავლენები იგრძნობა და ეკონომიკის ძირითადი წამყვანი ძალა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ტელეკომუნიკაციები და ტექსტილის პროდუქციაა, საკვებსა და რესტორნებზე, საქართველოზე ორი პროცენტით ნაკლებს - 40 პროცენტს ხარჯავენ.
ძირითადი კვების რაციონი კი შედგება პურისგან, ქათმისა და ცხვრის ხორცისგან, ბოსტნეულისგან, ლობიოს მაცვლებისა და რა თქმა უნდა ტკბილეულისგან. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას, იორდანიას, მოქალაქეები დაახლოებით 41 პროცენტს ხარჯავენ საკვებზე, მათი კვების რაციონის ძირითადი შემადგენელი ნაწილი კი, ხორცი, ბოსტნეული და ხილია.
საქართველოს მსგავსად, შემოსავლის 42% იხარჯება საკვებზე უკრაინაშიც. რაც შეეხება რეიტინგის სხვა ქვეყნებს ესენია, ინდონეზია, ალჟრი და ბელორუსია - 44%-ით, შემდეგ მოდის პაკისტანი და კენია 45%-ით და პირველ ადგილს იკავებს აზერბაიჯანი- 49%-ით. რეიტინგში სულ, 4 ევროპული, 3 აზიური და 3 აფრიკული ქვეყანა მოხვდა.