Home
Category
TV Live Menu

საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეზე მეტი ტურისტია

5910349e355cf
BM.GE
08.05.17 13:02
755
საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა სადაც ტურისტები ადგილობრივ მცხოვრებლებზე მეტი არიან. Telegraph-ის რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 50 ქვეყანას აერთიანებს საქართველო 37-ე ადგილზეა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის.

რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.

რაც შეეხება მსოფლიო ყველაზე მონახულებად ქვეყნებს, - რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს წელიწადში 84 მილიონი ტურისტით, მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები 77,5 მილიონი ტურისტით, მესამეზე კი ესპანეთია 68 მილიონი ტურისტით.

Subscribe to our news

Get the main news of the day