Home
Category
TV Live Menu

საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას განიხილავს, - პროდუქცია, რომელიც ინდოეთში გადის ექსპორტზე

58ec6e6371732
BM.GE
11.04.17 09:48
916
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს. საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს ყველა ფაქტორს და პოტენციალს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

გასულ წელს, საქართველოდან ინდოეთში ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქცია მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები იყო. გარდა ამისა, საქართველოდან ინდოეთში ექსპორტზე გადის ნარჩნები და თუთიის ჯართი, შავი ლითონები, სპეციალური დანიშნულების ავტომობილები, დაუმუშავებელი ტყვია, მატყლი. გასულ წელს ინდოეთში ექსპორტზე გავიდა საფრენი აპარატების ნაწილები, მცენარეული წვენები და ექსტრაქტები.

რაც შეეხება იმპორტს, - ინდოეთიდან საქართველოში შემოსული უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია 2016 წელს შემდეგი იყო:

სამკურნალო საშუალებები; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები; დაგრეხილი მავთული, გვარლები, ზონრები და ანალოგიური ნაწარმი ალუმინისაგან; ჰიდროტურბინები, წყლის ბორბლები და მათი რეგულატორები; ტრანსფორმატორები ელექტრული, სტატიკური ელექტრული გარდაქმნელები; ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული გამოსაყენებელი საწერად, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის; ბრინჯი; არაქისი; ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები.

Subscribe to our news

Get the main news of the day