"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ დირექტორი აიეტ კუკავა საქართველოში საფონდო ბირჟის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს. კუკავამ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ ბირჟის გარეშე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა რთულია:
„ჩვენ ბევრი პოტენციური ინვესტორები გვყავს, ეს შეიძლება იყოს კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 400 მილიარდიანები არიან და ადიან ტრილიონზეც, მათ შეუძლიათ ერთი ტელეფონის ზარით ქართულ კომპანიებში ჩადონ ფული. აქ არის საჭირო ლიკვიდურობა, - თუ კომპანიაში ფულს ჩადებს გასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. სანამ საფონდო ბირჟა არ განვითარდება საქართველოში ეს ყველაფერი ძალიან რთულია. დღეს ფაქტიურად საქართველო არის ინფარქტ მიღებული ადამიანის პოზიციაში როდესაც გული მუშაობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
ბირჟის მეშვეობით ათასობით კომპანია შეძლებენ რესურების მოზიდვას ბანკების გარეშე. ეს კი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საუკეთესო გზაა“, - ამბობს აიეტ კუკავა და დასძენს, რომ ქვეყანა საფონდო ბირჟის განვითარების პროცესში ფერხდება, რაც არაკავლიფიციურობასთანაა დაკავშირებული.