Home
Category
TV Live Menu

საქართველო მსოფლიო ქვეყნების "პასპორტების ინდექსით" 58-ე ადგილზეა

577e4bb7115e8
BM.GE
07.07.16 16:29
1071
საქართველო მსოფლიო ქვეყნების "პასპორტების ინდექსით" 58-ე ადგილზეა. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 9 ადგილით გაუმჯობესდა. ქართული პასპორტით უვიზოდ გადაადგილების ქულაა 68.
 
რეიტინგში პირველ ადგილებს გერმანია, შვედეთი და ფინეთი იკავებენ. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, თურქეთი 39-ე პოზიციაზეა, სომხეთი 66-ზე, აზერბაიჯანი 64-ზე, რუსეთი 38-ზე, უკრაინა კი 45-ზე.

პასპორტის ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება და ის ითვლის თუ რამდენ ქვეყანაშია შესაძლებელი უვიზოდ მიმოსვლა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ქვეყნების სია 68-ს შეადგენს.

რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებსაც, როგორიც არის სრულად უვიზო მიმოსვლა, ადგილზე ჩასვლისას ვიზის აღების საჭიროება და ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაცია.

Subscribe to our news

Get the main news of the day